11/05/201012 მაისი,2010
მედია ანონსი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ კოალიცია სამართლიანობისათვის" აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციას აწყობს
12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისათვის'' აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის საქველმოქმედო აქციას აწყობს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, „კოალიცია სამართლიანობისათვის" გეგმავს სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიების მოწყობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თბილისში არსებული სკოლის მეექვსე კლასელებისათვის. იგეგმება პატარების კინოთეატრ ამირანში წაყვანა, სადაც ისინი უახლეს 3 D ეფექტის მქონე ანიმაციურ ფილმს ნახავენ.
დღის ბოლოს დაგეგმილია აქციის მონაწილეების მაკდონადსში წაყვანა.
###
"არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია სამართლიანობისათვის" გადაწყვიტა 12 მაისი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებებს მიუძღვნას, ჩვენ ვაწყობთ ისეთი ტიპის ღონისძიებებს, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ, მათთვის სასიამოვნო და სასარგებლო საქმაინობაში ჩაერთონ.
მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენი კოალიციის უმთავრესი მიზანი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამართლიანობის აღდგენა და იურიდიულ თუ სამართლებრივ საკითხებზე
მუშაობაა, ვთვლით
რომ ასეთი ტიპის ღონისძიებების ხშირი ჩატარება დაგვეხმარება ჩვენი
საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად წარმართვაში" - განაცხადა ნინო კვარაცხელიამ - „კოალიცია სამართლიანობისათვის"
თავმჯდომარის მოადგილემ.
დამატებითი ინფორმაციისათვის :
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
897 97 03 53